|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, სავარაუდოდ, კორონავირუსით 23 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში  23 წლის გოგო გარდაიცვალა. მას კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადება - შაქრიანი დიაბეტი ქონდა. გოგონა თვითიზოლაციაში იყო.

ოჯახის ახლობლის გაცხადებით, ბოლო დღეებში მას მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა ქონდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა ვერ მოხერხდა და ბინაზე მკურნალობდა.

"ადგილების არ ქონის გამო კლინიკაში ვერ გადაიყვანეს. ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატირა ქონდა, სუნთქვა გაუძნელდა. შაქარმა მოიმატა, გამოიძახეს სასწრაფო, პირველ ჯერზე დაურეგულირეს, მეორეთ კომაში ჩავარდა და კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა ",- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა