|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა.

მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა. თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.

ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, 62 წლის ექიმი მათი ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ის დისტანციურად მუშაობდა, თუმცა მაინც დაინფიცირდა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი