|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კრივის დარბაზები გარემონტდა

ქუთაისში კრივის დარბაზები გარემონტდა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის სპორტსკოლაში არსებული ორი დარბაზი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ქალაქის მერიის ხელშეწყობით გაარემონტა.

აღნიშნულ დარბაზებში ყოველდღიურად ორასამდე ბავშვი ვარჯიშობს. სავარჯიშო სივრცეებთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო გასახდელი, საუნა და საშხაპეები.

გარემონტებული დარბაზები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულაიამ სპორტული ობიექტების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობის მნიშვნელობაზე იასაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმართველობა სპორტს მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს და სპორტული დარბაზების მოწესრიგება სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა