|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

ქუთაისში კრივში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.  ტურნირი მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი და 30 სექტემბერს და 1-2 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 55-მდე სპორტსმენი მიიღებს.

ტურნირის მონაწილე სპორტსმენების სასტუმროს მომსახურებისთვისა და საჭირო ნივთების შესაძენად მერიამ 10 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თასების, მედლების და საბრძოლო ხელთათმანების შესყიდვა და აფიშების და დიპლომების ბეჭდვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა