|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ გაიმართება წელს ლუდის ფესტივალი ქუთაისში?

ქუთაისში   ლუდის ფესტივალი „kutaisi beer fest”  წელს აღარ ჩატარდება.  როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ,  ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით წელს განაცხადი არ  შესულა. 

აღნიშნულის მიზეზად ლუდზე აქციზის გაზრდასა და შედეგად, გაყიდვების შემცირება სახელდება.

ლუდის ფესტივალი  ყოველწლიურად , ივლისის თვეში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან  ტარდებოდა.  მას ორგანიზებას კომპანია „ნატახტარი“  უწევდა. ფესტივალის მიზანს ქართველ ხალხში ლუდის სმის კულტურის დამკვიდრება წარმოადგენდა.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა