|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მარკეტი და აფთიაქი გაქურდეს

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე მარკეტი "ტესკო" და და აფთიაქი "იმპექსი" გაქურდეს. როგორც მარკეტში ამბობენ, 2 დღის წინ ქურდებმა კარი უპრობლემოდ გააღეს და 350 ლარი წაიღეს.

გუშინ, გვიან ღამით  გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე "იმპექსის" აფთიაქი გაქურდეს. თანამშრომლების განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია წაღებული თანხის ოდენობა, თუმცა ზარალი დიდი არ არის, რადგან ქურდების აფთიაქში შესვლიდან სიგნალიზაციაც მალევე ჩაირთო. მათი თქმით, ქუჩაზე ქურდობის ფაქტები გახშირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აფთიაქის ქურდობაზე გამოძიება  177-ე მუხლით მიმდინარეობს.  რაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ერთიდან სამ წლამდე. რაც შეეხება მაღაზიის ძარცვას,  შსს-ს ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა