|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე მოხდა.  ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

მოქალაქე ბუნა ხოტოველის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო.

,,დიდი ხანია დაპირისპირება გვაქვს. სახლთან რომ გავიარე, ჩემი მეზობელი იარაღით გამოვიდა და ჩემი სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.  დაშავებული არავინაა", - განაცხადა ბუნა ხოტოველმა.

 მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის მუხლით.

 

ამ თემაზე:

რა გახდა ქუთაისის ცენტრში სროლის მიზეზი?

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა