|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელებში განათება და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება დილიდან დაიწყო.  დასუფთავდა  ახალგაზრდობის გამზირსა და ჭავჭავაძეზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. სამუშაოები ააიპი "სპეციალურმა სერვისებმა" შეასრულა.

ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მეორე ეტაპზე მიწისქვეშა გადასასვლელებში განათება და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება,  ამასთანავე ტერიტორია კაპიტალურად მოწესრიგდება.

შეგახსენებთ, მიწისქვეშა გადასასვლელები მიტოვებული და და თვითნებურ ნაგავსაყრელად იყო ქცეული, მისი მოწესრიგების პირობა ოფიციალურმა უწყებებმა არაერთხელ გააჟღერეს.

 

"მიწისქვეშა გადასასვლელი ღია საპირფარეშოდაა ქცეული"

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა იგეგმება

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა