|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსახლეობამ ატრაქციონის დაზიანების გამო პოლიციას მიმართა

ქუთაისში,  ჯავახიშვილის ქუჩა #73 მოწყობილი საბავშვო ატრაქციონის დაზიანების გამო მოსახლეობამ პოლიციას მიმართა.

ადგილობრივი დალი ბარაბაძის თქმით,  სკვერის დაცვის მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე გამოუძახეს საპატრულო პოლიციას.

„ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ეზოში სკვერი და საბავშვო ატრაქციონი მოგვიწყო.  თუმცა, ახალგაზრდები მოდიან და აფუჭებენ ბევრ რამეს, შენიშვნის მიცემის შემდეგ კი უხეშად მოგვმართავენ, ამის გამოც რამდენჯერმე გამოვიძახეთ პატრული. არის სხვა შემთხვევებიც, იყო სავარძლის  მოპარვის მცდელობა, ასევე ერთ-ერთმა მოქალაქემ ატრაქციონს ჯაჭვი მოხსნა და წაიღო, ამის შემდეგ ისევ მივმართეთ პოლიციას, ჯაჭვი უკან დააბრუნეს, თუმცა დაზიანებული“, -აცხადებს დალი ბარაბაძე.

ის დამნაშავეების დასჯას და დაზიანებული ატრაქციონების აღდგენას ითხოვს.

 ქუთაისის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ატრაქციონებს მოსახლეობამ თავად უნდა უპატრონოს, ამაზე კონტროლს მერია ვერ განახორციელებს, რაც შეეხება მოსახლეობის მიერ სამართალდამცველებისადმის მიმართვის ფაქტს, მერიაში აღნიშნავენ, რომ მსგავს დამოკიდებულებას მიესალმებიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა