|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ

ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის მშობლის თამარ ქემოკლიძის ინფორმაციით,  მისი შვილი კლასელის მშობელმა ცემა. მშობლის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციელია, მისი შვილის კლასელის მშობელია. როგორც ბავშვის მშობელი თამარ ქემოკლიძე აცხადებს, ბავშვების დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა.

"კლასელმა "ქალუსია" დაუძახა, ჩემმა შვილმა უთხრა, რომ თავად ის იყო „ქალუსია“, მეორე დღეს კი ამ ბავშვის მშობელი მივიდა სკოლაში და ჩემს შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა"–აცხადებს მშობელი თამარ ქემოკლიძე, რომელიც გეგმავს მომხდარის გამო სამართალდამცველ უწყებას მიმართოს.

ფაქტს ადასტურებენ სკოლის ადმინისტრაციაში, თუმცა აცხადებენ, რომ შემთხვევა არა სკოლაში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია თითქოს ბავშვი პოლიციელმა ცემა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აღნიშნული პიროვნება პოლიციელი არ არის, რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა სამართალდამცველების მიერ კანონშესაბამისად მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა