|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოზარდზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში მოზარდზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს ითხოვდა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ადვოკატი მომხდარის დეტალებზე დაკავებულის მოთხოვნის გამო არ საუბრობს.

65 წლის მამაკაცი გუშინ დააკავეს. მას არასრულწოვანის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად. გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა