|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში მეთორმეტე საუკუნის ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს

ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში არსებული მეთორმეტე საუკუნის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდის დაფინანსებით აღდგა. არსებული ინფორმაციით, ტაძრის აღდგენის მოთხოვნით საპატრიარქოს და კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ტაძრის წინამძღვარმა მიმართა. პროექტი,  რომელიც რამდენიმე წელია მუშავდება, გასულ წელს დამტკიცდა და სამუშაოებისთვის ფონდი „ქართუს“ მიერ 200 000 ლარი გამოიყო. ეკლესიის  აღდგენა ტაძრის ხელმძღვანელთა თანადაფინანსებით მიმდინარეობს, თუმცა როგორც განმარტავენ, დაფინანსების დიდი წილი ფონდზე მოდის.

ტაძრის მშენებლობის გამო გაჩნდა კითხვები, რამდენად კანონის დაცვით მიმდინარეობს სამუშაოები, მოხდა, თუ არა ძეგლის შესწავლა და ვის მიერ გაიცა ნებართვა?

 „ნიუპრესის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. ნებართვა კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოსებ შალამებრიძე, რომელიც პანთეონში მდებარე ტაძარში 1998 წლიდან მსახურობს, განმარტავს, რომ ძეგლის აღდგენაზე საუბარი გაცილებით ადრე მიმდინარეოდა, თუმცა პროექტის დამტკიცება, მხოლოდ გასულ წელს მოხდა. მისივე თქმით, პროექტზე ყველა საჭირო ნებართვა არსებობს.

„ტაძრის აღდგენა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნებართვით ხდება.  გაცილებით ადრე ვმუშაობდით, მაგრამ გასულ წელს მოხდა პროექტის დამტკიცება. ტაძარი აღდგება და იქნება ისეთივე სახის, როგორც ეს თავდაპირველად იყო. სავარაუდოდ, სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხდება მისი კურთხევა, წირვა-ლოცვა კი მოგვიანებით დაიწყება“, -განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.

მეთორმეტე საკუნის ტაძრის რესტავრაცია, არქიტექტორ რეზო შაშვიაშვილის პროექტით მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „კირითხურო“  აწარმოებს. შპს-ს  დირექტორის ზურაბ გედენიძის განცხადებით, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხა  კულტურული მეკვიდრეობის გადარჩენის ფონდმა გამოყო, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისში სამი ძეგლის აღდგენით სამუშაოებს აფინანსებს. მისივე განცხადებით, ძეგლი მაქსიმალურად მიახლოებულია ტაძრის პირვანდელ სახესთან.

„ეს არის ძალიან კარგი საქმე, ტაძარი, რომელიც დანგრეული იყო, აღდგება და მიუახლოვდება პირვანდელ სახეს. ჯერ ერთი ის, რომ დაზიანებული იყო და მეორე, მიმდინარეობდა ქვათა ცვენა, ყოველდღე საფრთხის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ კლდის ქვემოთ ცხოვრობდნენ. უამრავი ადამიანი გადაადგილდება ყოველდღე და ქვები უშუალოდ ეზოში ცვიოდა. ამიტომ, მოხდა საყრდენი კედლების გამაგრება, რომ ქვათა ცვენა შეგვეჩერებინა, შემდგომ დავიწყეთ ტაძრის აღდგენა. ქვის სპეციალისტები მუშაობენ აქ, იდენტურად ხდება ქვების დამუშავება, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, განადგურებული იყო აქაურობა, ჩრდილოეთი მხარე ტყედ იყო გადაქცეული.  ახლა ასეთი კარგი საქმე კეთდება, რომელიც თითქის ერთ თვეში დასრულდება“,-განაცხადა ზურაბ გედენიძემ.

პროექტზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ვგებულობთ, რომ  მშნეებლობის ნებართვისთვის მოხდა პროექტის და ძეგლის შესწავლა.

ტაძრები ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში შედის, მისი რესტავრაციისთვის როგორც კულტურული მეკვიდრეობის დაცვის, ასევე საპატრიარქოს სპეციალური საბჭოს ნებართვაა აუცილებელი.

როდესაც ძველ ძეგლებზე პროექტი მუშავდება, განიხილება საპატრიარქოს საბჭოზე და შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ამის შემდეგ გაიცემა ნებართა. ნებართვის გაცემისას ძეგლებს ერთ-ერთ  პირობად არქეოლოგიური კვლევის ჩატარებას უწესებენ.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი როლანდ ისაკაძე განმარტავს, რომ ტაძარი კლდეზე მდებარეობს, ამიტომ დიდი არექოლოგოიური სამუშაოების ჩატარება საჭირო არ გახდა.

„ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ვმონაწილეობთ, ეტაპობრივად ვეცნობით, რადგან კლდეზეა ტაძარი. დიდი არექოლოგირი კველვა არ მომხდარა, რაც იყო შესასწავლი, მოსახლეობის მიერ წლების განმავლობაში განადგურდა, რადგანაც ტაძარი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და შესასწავლი აღარ დარჩა რამე. სამუშაოების დასრულების შემდეგ იატაკის შესწავლას დავიწყებთ, თუმცა დიდი მოლოდინი არ გავქვს“, -განაცხადა როლანდ ისაკაძემ.

ისაკაძე განმარტავს, რომ ის ძეგლის არსებულ მდგომარეობაში შენახვის მომხრე იყო, თუმცა მისი თქმით, სახელწიფოში ძეგლების აღდგენის დაკვეთა მეტადაა, ვიდრე დაკონსერვება.

„მე როგორც სპეციალისტს, მინდოდა ძეგლი არსებულ მდგომარებაში შეგვესწავლა და დაგვეკონსერვებია. როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყნებში და ამ სახით შემოგვენახა, მაგრამ სახელმწიფოს და საზოგადეობის დაკვეთა მეტწილად აღდგენაზეა, ამიტომ მოხდა ტაძრის აღდგენა, თუმცა მთავარია, რომ ძეგლი მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პირვანდელ ვერსიასთან. ჩრდილოეთის მხარეს მეტად არის შემონახული ძველი კედლები, ვფიქრობდით, ის გადმოგვეტანა სამხრეთით, რომ მნახველს  მეტად შეძლებლოდ ძნელი ვერსიის ნახვა, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გვითხრა, რომ ქვები, სადაც იყო, იქ უნდა დარჩენილიყო“-განაცხადა როლანდ ისაკაძემ.

 

***

მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, შესწავლილთაგან ყველაზე ძველი ძეგლია რიონის მარცხენა სანაპიროზე.  მისი მშენებლობის თარიღად მეთორთმეტე საუკუნე სახელდება. მშენებლობა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მეფემ მისი მშნებელობა უფლისწულ  დემეტერეს დაბადებისას დაიწყო, მაგრამ დავითი ვერ მოესწრო ტაძრის დასრულება. ტაძარი  დემეტრემ დაასრულა. ფუნქციონირებდა მეჩვიდმეტე საუკუნემდე,  სანამ ბაგრატის ტაძარში გამაგრებული თურქული ჯარის წინააღმდეგ გენერალმა ტოტლებენმა მთავარანგელოზის ტაძრიდან ზარბაზნებით ცეცხლი გახსნა. ცეცხლს ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ ციხეს უშენდნენ. ერთი ყუმბარა იარაღის საწყობს მოხვდა, აფეთქდა და ბაგრატის ტაძრის დაზიანება გამიწვია. მთავარანგელოზის ტაძარში სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა