|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული პრეზენტაცია გადაიდო

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული პრეზენტაცია, რომელიც 18 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო. 

როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე განმარტავს, მიზეზი დაუსრულებელი კონსულტაციებია, რაც ნაწილობრივ მერობის კანდიდატურასაც უკაკშირდება.

პარტიაში სურვილი აქვთ, რომ ქუთაისის მერის კანდიდატურად ცენტრალური პოლიტიკური ფიგურა დაასახელონ, თუმცა, ამ  დრომდე გაჟღერებულ კანდიდატურებთან შეთანხმება არ მომხდარა. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის პოსტზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ხატია დეკანოიძისა და გრიგოლ ვაძაძის კანდიდატურები განიხილებოდა.

პრეზენტაციის ჩატარების ადგილად პარტიაში ქუთაისის სპორტის სასახლე სახელდებოდა, ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ პარტიიდან მსგავსი წერილობით მოთხოვნა ჯერჯერობით არ მიუღიათ.

 

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პრეზენტაციას ქუთაისში 18 აგვისტოს გამართავს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა