|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ქუთაისში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მოქალაქეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ და რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

მათი თქმით, რაც ხდება ხეობაში დაუშვებელია, ამასთან დანაშაულია, სამართალდამცველების ქმედება, რომლეთაც ჯებირები აღმართეს და ადამიანებს არბევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობას იმაზე მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე გუმათშია, ამიტომ აპირებენ, შეუერთდნენ მათ და მსვლელობით გუმათში წავიდნენ. იქამდე კი ქალაქის ცენტრში შეჩერდებიან და მერიასთან რამდენიმე წუთით გზას გადაკეტავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა