|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - აღნიშნულის შესახენ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით,  მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.   დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოღებულია  ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი,  6  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“,  51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული.

 შსდს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება.


ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა