|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
რეაბილიტირებულ ქუჩას ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 21 ოქტომბერს გახსნის.
 
 "ქუთაისის ერთ-ერთი დიდი და დატვირთული ნიკეას ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რის გამოც მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას და განტვირთავს არსებულ საცობებს",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 
 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდმა ქუთაისში გზის 2.2 კმ-იანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია დაასრულა.
 
 

ავტორი: ნიუპრესი