|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლი აინთო

ოლიმპიადის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლი აინთო. აქცია ოლიმპიადის კომიტეტის მიერ მოეწყო.  მასში მონაწილოება საჯარო მოხელეებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. აქცია მიზნად ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას ისახავდა.

"5 აგვისტოს ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშები იწყება, რომელიც 21 აგვისტომდე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და სიმბოლურად ოლიმპიური ცეცხლი აინთო. საქართველომ უნდა გაიმარჯვოს, მათ წარმატებას ვუსურვებთ", –განაცხადა ფოლკლორის სახელოვნებო სკოლის მოსწავლემ, თეა გეგეჭკორმა.

დაანონსებული იყო, რომ ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ბანერის გახსნა და ცეცხლის ანთება ბრაზილიური ცეკვებისა და ცეცხლოვანი შოუს თანხლებით მოხდებოდა, თუმცა  სანახაობა მხოლოდ სამეჯლისო ცეკვების ფორმებში ჩაცმული ბავშვების მოედანზე გამოჩენით შემოიფარგლა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი