|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შიენ როზენტალმა.

პროექტის მიხედვით, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის დახურული აუზი, რომლის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ სხვადასხვა ასაკის როგორც მოყვარული სპორტსმენები, ისე სპორტული ჯგუფები საწყალოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობებში - ცურვა სხვადაასხვა დისტანციაზე, სინქრონული ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა.

აუზის კომპლექსი, ასევე, ითვალისწინებს საჭყუმპალაოს, სავარჯიშო დარბაზებს, 600-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და სივრცეებს კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.

სპორტკომპლექსის გარე ტერიტორიაზე მოეწყობა 150-ზე მეტ მსუბუქ მანქანაზე და 6 ავტობუსზე გათვლილი სადგომი (პარკინგი).

აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ქუთაისის აუზის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლო დაიწყო კიდევ სამ ქალაში - რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში. ყველა სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

აუზის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. მშენებლობის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია და მას ნაწილობრივ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა