|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2 საბავშვო ბაღზე ახალი კორპუსები შენდება

ქუთაისში ორ საბავშვო ბაღზე მიშენება კეთდება.

ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოებზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კორპუსის მშენებლობაზე სამუშაოების გასაგრძელებლად 344 000 ლარი გაიხარჯება.

მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს  ქუთაისში, ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე დაწყებული ახალი კორპუსის მიშენების სამშენებლო სამუშაოები.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია, თუმცა გაზრდილი ნაკადის გამო ბაღები ბავშვების სტანდარტების შესაბამისად მომსახურებას ვერ ახდენენ.

 

 

 

 

"ბაღებში მიშენებები ბავშვებს ვერ დაიტევს და ჯგუფებს სტანდარტზე ვერ დაიყვანს"

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა