|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პაოლო იაშვილის და ტიციან ტაბიძის ძეგლების განსათავსებლად 110 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში ცისფერყანწელთა ძეგლი განთავსდება. კონკრეტულად, პაოლო იაშვილის და ტიციან ტაბიძის. 

სამუშაოებისთვის მერიამ 110 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

მიმწოდებელმა ძეგლების დამზადება და მითითებულ ადგილზე მონტაჟი უნდა მოახდინოს. სამუშაოები 90 დღეში დასრულდება. 

ძეგლების ესკიზი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს ეკუთვნის.

ძეგლები სიმბოლურად, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში განთავსდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა