|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის"-ირაკლი კობახიძე

"ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ასევე მიმდებარე ტერიტორიაც მოეწყობა.

"თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის - შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ეს პარკი მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას",- განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: ნიუპრესი