|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უსაზღვროა თქვენი სიხარბე" -იპოთეკით დაზარალებულების აქცია პარლამენტთან [VIDEO]

 ქუთაისში, პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოსახლეობის საქმეებს შეისწავლის.

„ექვსი წელია ვითხოვთ ჩვენი პრობლემით დაინტერესებას, მაგრამ უშედეგოდ, ყველა მთავრობა გვატყუებს და მოსახლეობის ბედით არავინ ინტერესდება. მოვითხოვთ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იპოთეკური სესხით დაზარალებულთა საქმეზე, შეისწავლიან მათ პრობლემებს და დაისჯებიან მევახშეები და დამნაშავე ადვოკატები, რომლებიც თაღლითურად ახდენენ ბინების გასხვისებას“, –განაცხადა აქცის მონაწილე მარინა სუპატაშვილმა.

აქცის მონაწილეების განცხადებით, აქციაზე მისვლის მოსურნე ბევრია, თუმცა ისინი უსახსრობის გამო ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი