|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

22 ივლისს რეპრესირებულთა  სხოვნის დღე აღინიშნება. რეპრესირებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისში.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 80 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია. ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.

დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის სადილი მოეწყო, რომელიც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 40  სტუმრისათვის  სადილის ორგანიზებისათვის ქალაქის მერიამ 1 700 ლარიიანი ტენდერი გამოაცხადა.

სარესტორნე მომსახურებისათვის ქუთაისის მერიამ 1 700 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა