|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" რეგიონალური კონფერენცია იმართება

 ქუთაისში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია იმართება. ამ დროისათვის მესხიშვილის თეატრში უკვე იკრიბებიან პარტიის წარმომადგენლები,  ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები. 

კონფერენცია ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  15.30 საათზე დაიწყება.

კონფერენციაზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.


რეგიონული კონფერენციები უკვე გაიმართა მცხეთაში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, თელავში, ამბროლაურში, ბათუმსა და ოზურგეთში.

 დღეს კონფერენცია უკვე გაიმართა ზუგდიდში.

ავტორი: ირინა მაკარიძე