|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქართველი და ირანელი ფოტოხელოვანების გამოფენა გაიმართა

ირანული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში კვირეული იმართება. კვირეული თბილისში დაიწყო და ქუთაისში გაგრძელდა.
ქართველი და ირანელი ფოტოხელოვანების ფოტოების გამოფენა „ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“ მესხიშვილის თეატრში გაიმართა. ფოტოებს ზღვის თემატიკა აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილია ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ავტორების ნამუშევრები.

საკრებულოს დეპუტატის ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, დღესვე მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ირანის კულტურის სამინისტროს წარმადგენელი მოჯთაბა ქამრანფარდის განცხადებით, ღონისძიებები დაეხმარება ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს. 
კვირეულის ფარგლებში გამოფენა ბათუმში გადაინაცვლებს.
 
 
 
  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა