|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი” ქალაქში გზების დახაზვას აგრძელებს

ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი” საგზაო მარკირების მანქანით ქალაქის მასშტაბით აგრძელებს გზების, ნიშნულა ხაზებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვას.
აღნიშნული სამუშაოები ამჯერად ლეონიძის, აბაშიძის, ბაგრატიონის ქუჩებსა და ახალგაზრდობის პირველ შესახვევში შესრულდა.

ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” შიდა საქალაქო გზების დახაზვას, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

[R]

 

ავტორი: ნიუპრესი