|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რა გზითაც დავდიოდი, ახლაც იმ დანგრეული გზით დავდივარ–გოგიჩაიშვილი მერიას პასუხობს

ქუთაისში რა გზითაც დავდიოდი, ახლაც იმ დანგრეული გზით დავდივარ–ამგვარად პასუხობს ქუთაისის მერის წარმომადგენელთა  შენიშვნებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. როგორც ლევან გოგიჩაიშვილი განმატავს, მან არ იცის თვითმმართველობას რა პრეტენზიები აქვს მის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან განმარტავს, რომ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მისი თქმით, ქალაქში პრობლემები არსებობს და მან ამაზე გააკეთა განმარტება.

„თუ თვითმმართველობები უკეთესად იმუშავებენ და მეტი ადამიანი იქნება კმაყოფილი,  ჩვენც ეს გვინდა, რომ მეტად იმუშაონ.  ვინც მიიღებს შენიშვნებს ან არ მიიღებს, ეს ჩემი საქმე არ არის.  თქვენ ხომ ამ ქალაქის მცხოვრებლები ხართ, არის პრობლემები ამ ქალაქში? მინდა,  რომ ყველა თვითმმართველობა იყოს წარმატებული. ეს არის ჩვენი ამოცანა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწორი და სწრაფად უნდა მივიდეს ადამიანებთან და მე ვატყობ, რომ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი ამ ქალაქში.  არ ვიცი ვინ რას ლაპარაკობს, არავის  ჩემთან კომუნიკაცია არ ქონია და არც არავის განცხადება წამიკითხავს. ქუთაისელებმა ჩემზე უკეთ იციან,  ვინ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს.  მე სტუმარი და გულშემატკივარი ვარ ამ ქალაქში და  მე ვთქვი ჩემი შენიშვნები, რა გზითაც დავდიოდი, ახლაც იმ დანგრეული გზით დავდივარ“–განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 ორი კვირის წინ ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში პრობლემებია და მან არ იცის რას აკეთებენ თვითმმართველობაში. ლევან გოგიჩაიშვილს მერიაში უპასუხეს და განმარტეს, რომ ქალაქში ბევრი პროექტი განხორციელდა და ბევრიც დაგეგმილია.

 

რას აკეთებენ ეს ადამიანები, ქუთაისში ვერაფერი ვნახე-პარლამენტარი მერიას აკრიტიკებს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა