|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის სტადიონის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება"–გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყოფა - განუცხადა "ნიუპრესს"ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მისი თქმით, მერია ადმინისტრაციის შენობის და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოახდენს, რაც შეეხება მინდორს, მას ფედერაცია გააკეთებს. 

"დაახლოებით 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალ წლამდე გვქონდა ამაზე საუბარი ფეხბურთის ფედერაციასთან. ისინი მოედნის საფარს შეცვლიან.  შენობის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჩვენ მოვახდენთ, ძალიან დიდი და კარგი პროექტი არის, რომელიც 2019 წელს განხორციელდება და მაღალი კატეგორიის სტადიონი ექნება ქალაქს"–განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

მოედნის მოწყობის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსმა და უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გაავრცელა. 

მამუკა კვარაცხელია "ლელოსთან" საუბარში აცხადებს, რომ 2019 წელს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება. მან ასევე ისაუბრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე არსებულ პრობლემებზე, რის გამოც "ტორპედომ" ევროტურნირების მატჩები ქუთაისში ვერ გამართა.

მისივე თქმით, ახალი წლის წინა დღეებში თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერსაც შეხვდა.

"დარწმუნებული ვარ, უეფას თამაშები რომ ქუთაისში გამართულიყო, “ტორპედო” უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა და იქნებ, ევროპა ლიგის ჯგუფისკენაც გაეკვალა გზა. პირველ მატჩში ბულგარელებთან ტოლ-სწორად ითამაშეს და ქუთაისში მოუგებდნენ კიდეც. რაც შეეხება კონკრეტულად “რამაზ შენგელიას”: ლევან კობიაშვილმა ქუთათურებს სიტყვა მისცა - მოედანს მთლიანად ფეხბურთის ფედერაცია გამოცვლის და ქუთაისს ექნება საუკეთესო მოედანი საქართველოშიო. სტადიონი კი, მისი დირექტორის, თამაზ კიკვაძის მეცადინეობით კარგ კონდიციაშია, მაგრამ მე რევოლუციური გეგმები შევთავაზე! იდეა ძალიან მოეწონათ ქალაქის მერს და ვიცე-მერებსაც. ახალი წლის საზეიმო დღეების შემდეგ არქიტექტურულ სამსახურებთან მისი შეთანხმება დაიწყება"-განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა