|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ღიმილის ქალაქის“ მანათობელი ყუთის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ქუთაისში ახლადდამონტაჟებული მანათობელი ყუთის დაზიანების ფაქტით სამართალდამცველები დაინტერესდნენ. #2 რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია ააიპი "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის" დირექტორისგან.

ტურიზმის ცენტრის მიერ ქალაქში განთავსებული ყუთი უცნობმა პირებმა ორი დღის წინ გატეხეს.

ააიპი "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის პაატა ლილუაშვილის განცხადებით,  ახლადამონტაჟებული ობიექტები  მერიას ჯერ არ ჩაუბარებია და მას შემსრულებელი კომპანია შეაკეთებს.

„მანათობელი ყუთი ორი დღის წინ დაზიანდა. ვინაიდან, ეს ობიექტები ჯერ არ ჩაგვბარებია,  კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და თავად შეაკეთებს მას. რაც შეეხება დაზიანების ფაქტს, სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს მოკლვევა და იმედია, დამნაშავე კანონშესაბამისად დაისჯება“, -განაცხადა პაატა ლილუაშვილმა.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „პატიო არტმა“ გაიმარჯვა. მან ქალაქში ექვსი მცირე და ერთი დიდი ზომის მანათობელი ყუთი განათავსა. სტენდები ქუთაისის სლოგანის „ღიმილის ქალაქი“ ფარგლებში განთავსდა.  

 

ქუთაისში „ღიმილის ქალაქის“ მანათობელი ყუთი დააზიანეს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი