|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რობი კუხიანიძის და ,,ფრანის’’ კონცერტი გაიმართება

 9 ივლისს ქუთაისში რობი კუხიანიძის და ჯგუფის ,,ფრანი’’ კონცერტი  გაიმართება. 

კონცერტი  თეთრ ხიდთან, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. 

ღონისძიება პროექტის ,,Check In Georgia’’ ფარგლებში იმართება. 

 რობი კუხიანიძე პანკ-როკ  ჯგუფის  -"Outsider"   დამაარსებელი და ლიდერია. მან ეს ჯგუფი 90-იან წლებში ქუთაისში ჩამოაყალიბა  და  საკმაო წარმატებითაც სარგებლობდა.  ცნობილია მისი კომპოზიციები: "ქალაქში ბნელა", "დიმპიტაური", "ტაია",  "ტანგო"...

ქუთაისური ჯგუფია "ფრანიც".  ის 2005 წელს ჩამოყალიბდა.  ჯგუფის სოლისტია  გაგა ჩიხლაძე.

კონცერტი 20. 00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი