|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააგიტაციო ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილების რაოდენობა გაიზარდა

ქუთაისში წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო ღონისძიებების ჩასატარებელ ადგილებს #2 სამუსიკო სკოლის შენობა დაემატა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ქუთაისში პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატერების უფლება შემდეგ ადგილებზე აქვთ:
თაბუკაშვილის ქუჩა №2, ნაკვეთ №1-ში მდებარე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე და ახალგაზრდობის გამზირი N98-ის ჩრდილოეთით და ახალგაზრდობის გამზირი N96-ის სამხრეთით არსებულ შენობაში (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლე“).
ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლის“ ადმინისტრაციასთან.
ამ ჩამონათვალს დღეს ტაბიძის ქ. #12 დაემატა, სადაც #2 სამუსიკო სკოლა მდებარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი