|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან სასტუმრო აშენდება

ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს მიმდებარედ,  გაპონოვის #5 -ში, 20 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

ტერიტორია აუქციონის წესით, მერიის შეღავათიანი პროექტის ფარგლებში გასხვისდა.

 ინვესტორი თანხის გადახდას ორწლიანი უპროცენტო განვადების პირობებში შეძლებს.

სასტუმროს მშენებლობის ვადებს არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური ინდივიდუალურად ადგენს.

მერიის შეღავათიანი პროექტის ფარგლებში სასტუმროს მშენებლობა ასევე  რუსთაველის ხიდთან იგეგმება.

გაპონოვის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო უნდა მოეწყოს, ამ დროისათვის მიტოვებული საბავშვო მოედანია. ტერიტორია მდინარე რიონის სანაპიროზეა.

 

 

  

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა