|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია საახალწლოდ 107 140 ლარის ახალ დეკორაციებს შეიძენს

ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. მერიამ ახალ წლამდე ოთხი თვით ადრე საახალწლო განათებების შესაძენად ელექტრონული ტენდერი (190017939)  გამოაცხადა. 

მიმწოდებელმა 107 140 ლარად საახალწლო განათებების და დეკორაციების შეძენა უნდა მოახდინოს.

მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლო მასალების შესყიდვა  ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უზრუნელყოს.

პირობების მიხედვით საახალწლო დეკორაციები ახალი უნდა იყოს, რომელიც ქალაქის უბნებში განთავსდება.

 

ავტორი: ნიუპრესი