|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე ცდის ჩატარებისას მოსწავლე დაშავდა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამეცნიერო ცდის დროს კოლბა აფეთქდა და შუშის ნამსხვრევებით რამდენიმე მოსწავლე დაშავდა.

სამედიცინო დახმარება მხოლოდ ერთ მათგანს დასჭირდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლე ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სათანადო დახმარება უტარდება. ის მსუბუქადაა დაშავებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა