|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით,  #18 ავტობუსი გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ავტობუსში მგზავრები  იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილი.

ავტორი: ნიუპრესი