|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მონადირეებმა ახალი რეგულაციები გააპროტესტეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით,  სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს ეძლევათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისში, მერიის შენობაში მონადირეებთან შეხვედრა გაიმართა და მათ ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 ახალი რეგულაციების თანახმად, მონადირეებისთვის ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში  აკრძალულია.  მონადირე ვალდებული ხდება შეისწავლოს ცხოველების, ფრინველების და იარაღის დასახელებები, ასევე წარმოადგინოს ნადირობისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში, თუ მონადირეები არ დაიცავენ ახალ რეგულაციებს, ისინი 100-დან 2 000 ათას ლარამდე თანხით  დაჯარიმდებიან.

შეხვედრის შემდეგ მონადირეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აღნიშნული რეგულაციებს უსამართლოდ მიიჩნევენ.  მათი  განცხადებით,  რეგულაციების ამოქმედება ნიშნავს იმას,  რომ საყვარელ ჰობს თავი უნდა დაანებონ.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, კანონი გამსჭვალულია იმ აზრით, რომ მონადირეებს რაც შეიძლება მეტი თანხა გამოსძალონ.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ნაკრძალში ნადირობა  დაუშვებელია,  თუმცა ისეთი სანქციები და რეგულაციები დააწესეს, რომ ნადირობის სურვილი აღარ გექნება. სამონადირეო ტორიტორიას დაუნიშნეს მმართველი, რომელიც  განახორციელებს ზედამხედველობას. ოდნავ თუ სხვა განზომილებაში მოხვდი, შესაძლოა, ორი მწყერის მოკვლაზე  6 ათასი ლარით დაჯარიმდე. სად ზის ამდენი ხალხის გამატყავებელი ამ მთავრობაში?! ეს არის კატასტროფა“,- განაცხადა წულაიამ.

მონადირეები ხელისუფლებას სამონადირეო რეგულაციების შეცვლისაკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა