|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნება

„ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში  საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის,“ - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრი უკვე შეიქმნა თბილისში. 

მისივე თქმით, სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე, მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ავტორი: ნიუპრესი