|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის სამუშაო საათებს ამცირებენ

ქუთაისში შიდა საქალაქო ტრანსპორტი 1 ნოემბრიდან ზამთრის გრაფიკზე გადადის. როგორც ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი აცხადებს, მიკროსამარშუტო ტაქსები მუშაობას დილის 7-ის ნახევრის ნაცვლად 7 საათზე დაიწყებენ, ხოლო საღამოს 23 საათის ნაცვლად 22 საათსა და 30 წუთამდე იმუშავებენ.

"ჩვენ შევიმუშავეთ ზამთრის და ზაფხულის სამარშუტო გრაფიკი. გამომდინარე იქედან, რომ ზამთრის სეზონი იწყება 1 ნოემბრიდან, შიდა საქალაქო მარშუტების ტრანსპორტირება ნახევარი საათით შემცირდება. ეს არ ეხება ისეთ სამარშუტო ხაზებს, რომლებიც მაგისტრალურ და ცენტრალურ უბნებთან არის დაკავშირებული",-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

ცვლილება ასევე ავტობუსების გრაფიკზეც აისახება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა