|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლი გაიმართება

ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობისთვის ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლი გაიმართება.  ამასთან დაკავშირებით, 27 ნოემბერს "ბაგრატი-1003"-ში მოეწყობა შეხვედრა ბიზნესმენებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც გაიმართება სარეაბილიტაციო სახლის პრეზენტაცია. 

"ბერი ანდრიას ფონდი უკვე 6 წელია არსებობს. ჩვენ ვეხმარებით სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ  სასტუმრო დაიქირაონ და ცხოვრობენ ჩვენთან, ჩვენს მიერ დაქირავებულ სახლში.  შარშან ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა ავაშენოთ სასტუმრო-სარეაბილიტაციო  სახლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე დავიწყეთ პროექტზე მუშაობა თუ როგორ მოვიძიოთ სახსრები, რომ ავაშენოთ სასტუმრო",- აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა, ბერი ანდრიას დედამ თინათინმა.

საქველმოქმედო აქციები ქუთაისში  2 და 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. ღონისძიება  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება და  მასში მონაწილეობას ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარები მიიღებენ.

 ბერი ანდრია(ერობაში ნუგზარ მილორავა)17 წლის ასაკში  სიმსივნით გარდაიცვალა.  მშობლებმა, მისი ანდერძის თანახმად, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად "ბერი ანდრიას ფონდი" დაარსეს.  

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა