|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარაგბო სტადიონი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება

ქუთაისში სარაგბო სტადიონის მშენებლობას საფუძველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ჩაუყარა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და იმერეთის გუბერნატორთან ერთად  მშენებლობის დაწყების აღსანიშნად საძირკველში სიმბოლური  კაფსულა ჩაუშვა. მინისტრის განცხადებით, ქუთაისში სამი სტადიონი შენდება, რომლებიც ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი. 

ერთი სტადიონი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის #53 -ში შენდება, სადაც დღეს მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა. ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ გაუთიბავი ბალახი და ნარჩენებია. მოუწესრიგებელია მდგომარეობა პარლამენტის მიმდებარედაც, რომლის ამსახველ ფოტორეპორტაჟსაც „ნიუპრესი“ შემოგთავაზებთ.

სამუშაოებს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება. პროექტის  ღირებულება 9. 410. 000 ევროა.

 სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა