|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სარჩევნო განვითარების სკოლა " იხსნება

ქუთაისში   "სარჩევნო განვითარების სკოლა " ხვალ  გაიხსნება.   70 მსურველიდან კონკურსის  შედეგად 25 მოსწავლე შეირჩა.   მოსწავლეებს სწავლებას #59 ქუთაისის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ავთანდილ  ოსეფაშვილი და გიორგი ბიბიძე გაუწევენ.  

 "სკოლის მთავარი მიზანია გაიზარდოს სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. პროექტი ქვეყნის 20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ტარდება. ქუთაისში სკოლა ხვალ გაიხსნება და მოსწავლეებს არჩევნებთან დაკავშირებულ  უნარ–ჩვევებს შევასწავლით",– განუცხადა "ნიუპრესს" ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

საარჩევნო განვითარების სკოლის მოსწავლეები  მიიღებენ ცოდნას საარჩევნო სისტემების, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების, არჩევითი ორგანოების,  არჩევნებში ჩართული მხარეების, არჩევნების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე შეიძენენ სხვა მნიშვნელოვან უნარ–ჩვევებს.

საარჩევნო განვითარების სკოლები 25 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიხსნება.  ქუთაისში სკოლა ჭავჭავაძის გამზ. №31-ში იფუნქციონირებს. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა