|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასულიერო პირი მრევლს ვაქცინაციის წინააღმდეგ მოუწოდებს [VIDEO]

ქუთაისში ახალი მოძრაობა შეიქმნა, სახელწოდებით "ახალი ტიტები", რომელსაც სათავეში სასულიერო პირი, მამა ექვთიმე უდგას. 

მოძრაობის წევრები დღეს  მსვლელობით ეკლესიიდან  გმირთა მეორიალთან მივიდნენ, სადაც  წმინდა სამების სახელობის მონასტრის წინამძღოლმა, მამა ექვთიმე სალარიძემ საგოდებელი ლოცვა წაიკითხა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მედდას მიეძღვნა.

არა ვაქცინას - ამ მოწოდებით სასულიერო პირმა და მრევლმა ვაქცინის წინააღმდეგ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

 შეგახსენებთ, ასტრაზენეკას ვაქცინის წინააღმდეგ თავისი მოსაზრება დააფიქსირა ქუთათელ-გაენათელმა მეუფე იოანემ.

რამდენიმე დღის წინ კი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საკითხში მხარდაჭერის მისაღებად კატალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან იმყოფებოდა.

27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა