|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმა გაურკვეველი დროით გადაიდო

ქუთაისში,  შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზზე ორჯერ გამოცხადებული კონკურსის შემდეგ გამარჯვებული ნაშრომი ჯერ არ გამოვლენილა.

 "კომისიის სხდომა ჩატარდა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, რადგან ნაშრომები სრულად არ იყო წარმოდგენილი. ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება,  თუმცა, ცხადია, ახალი კომისია უნდა შედგეს", -განაცხადა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა. მისი თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ სამი ესკიზია წარმოდგენილი. 

იანვარში გამოცხადებული კონკურსი თავდაპირველად მარტში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნამუშევრების მიღება რამდენიმე თვით გახანგრძლივლა,  შემდეგ კი კონკურსი განმეორებით გამოცხადდა.  საუკეთესო ნამუშევარი  ქალაქის მერიაში შექმნილ კომისიას უნდა გამოევლინა, რომელსაც  ქალაქის მერი ხელმძღვანელობს.

ძეგლისათვის ადგილიც არ იყო შერჩეული, თუმცა ცნობილი იყო, რომ ძეგლი 1,8 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო.  სავარაუდო ადგილად კი კიკვიძის ძეგლის ადგილი განიხილებოდა. როგორც "ნიუპრესისთვის" ცნობილი გახდა, კონკურსანტებს თავიანთი ესკიზები სწორედ ამ ადგილის გათვალისწინებით აქვთ შექმნილი. კიკვიძის ძეგლის აღება და იქ ახალი ძეგლის განთავსების საკითხს კი მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ყავს, რაც საკითხის გადაწყვეტას გარკვეულწილად ართულებს. 

შეგახსენებთ, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალაქის მერის ცვლილება მოხდება. შოთა მურღულიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, ახალი მერი კი მუშაობას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შეუდგება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა