|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკეიტ პარკი მოეწყობა

ქუთაისში სკეიტ პარკი მოეწყობა. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი. ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც უკვე ტენდერი გამოცხადება. მისივე განცხადებით, ჯერ-ჯერობით შერჩეული არაა ადგილი, თუმცა პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "ნიუპრესმა" პრობლემის შესახებ ვიდეო სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტზე მუშაობისას საკითხის შესახებ მერიის კულტურის სამსახურს დავუკავშირდით, რის შემდეგაც  ახალგაზრდები პრობლემაზე სასაუბროდ მერიაში მიიწვიეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა