|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

სპორტინგში შიდა ჩემპიონატი ქუთაისში გაიმართა

ქუთაისში სპორტინგში შიდა ჩემპიონატი  გაიმართა. მონადირეები სხვადასხვა რეგიონებიდან ერთმანეთს სროლაში შეეჯიბრნენ.  შეჯიბრის შედეგად სულ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სიმბოლურად დასაჩუქრდნენ. პირველი საპრიზო ადგილი ქობულეთელ სოლომონ მახარაძეს ხვდა წილად, მეორეზე გურიის წარმომადგენელი  არჩილ სარჯველაძე გავიდა, მესამეზე კი, აკო გულუა თბილისიდან.

მსგავსი ტიპის ჩემპიონატებს მონადირეები პერმანენტულად მართავენ. ჩემპიონატებზე ისინი ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ.

„მსაგავსი ტიპის ჩემპიონატებს ყოველთვის ვაწყობთ, ამით ჩვენ უკეთ ვეცნობით ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას“,- განაცხადა შოთა თავაძემ.

მონადირეების განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნით.   მათი თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ნადირობას ვეღარ შეძლებენ. 

„ჩვენთვის მიუღებელია ახალი კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ნადირობასთან დაკავშირებით. კანონი გათვლილია იმაზე, რომ ყველანაირად შეეშალოს ხელი მონადირეს, გვიბიძგებენ  ბრაკონიერობისაკენ“,-აცხადებეს გიორგი სარიშვილი.

გარემოს ეროვულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია და ამასთან დაკავშირებით სისტემატურად იმართება შეხვედრები, როგორც მონადირეებთან ასევე ცხოველთა დაცვის სამსახურის წარმოადგენლებთან, რათა დახვეწილი და თანამედროვე სტანდარტების რეგულაცია შეიმუშაონ ნადირობათან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მონადირეებმა ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს და პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი