|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში სტინგი იმღერებს"-პიარის უჩვეულო ფორმა ქუთაისიდან

"პირველად ქუთაისში! სენსაციური ინფორმაცია 14 იანვარს, "ალმანოში" გენიალური სტინგი იმღერებს !"-აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისში მდებარე ბარ "ალმანოს" სოციალურ გვერდზე განთავსდა. ინფორმაციას გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია სიმართლედ ჩათვალა.
ბარის მენეჯერმა გიორგი კვატაშიძემ "ნიუპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ხუმრობის მიზანი ერთგვარი პიარი იყო და მიზანსაც მიაღწიეს. 
"თითქმის მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს და ზუსტად ეგ მინდოდა მეც, პიარიც გამოვიდა და ხუმრობაც,  არ წყდება ზარები, ვიფიქრე, საახალწლოდ  გავიხუმრებ მეთქი და ააჰა, მშვენიერი ხუმრობა გამოვიდა, “-აღნიშნა კვატაშიძემ.
სტინგის ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ამ დრომდე აქტიურად ზიარდება.



ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა