|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სტუდენტები სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათებს ითხოვენ

ქუთაისში სტუდენტები სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათებს ითხოვენ. მათ მერიასთან ბრიფინგი გამართეს და თვითმმართველობას საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეახსენეს.

მათი თქმით, მერიამ წერილობით აცნობა, რომ სტუდენტების მოთხოვნებს ახალი სატრანსპორტო კომპანიის შექმნის შემდეგ განიხილავენ. მერიის პასუხი სტუდენტებისთვის მიუღებელია და აცხადებენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა დროის გაყვანას ცდილობს. სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესება "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივას წარმოადგენდა, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვა.

"რამდენიმე თვის წინ ხელმოწერები შევაგროვეთ. მოვითხოვდით, სტუდენტებისთვის ტრანსპორტზე შეღავათები დაწესებულიყო. მერიამ წერილობით გვიპასუხა და გვითხრეს, რომ სატრანსპორტო კომპანიის შექმნის შემდეგ, იმსჯელებენ. ჩვენი აზრით, ეს არის დროის გაყვანა და ცდილობენ, ჩვენი მოთხოვნა გადაფარონ. არადა, სტუდენტს ხშირად უწევთ ტრანსპორტით მგზავრობა და საჭიროა შეღავათები", -განაცხადეს სტუდენტებმა.

მერიაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო კომპანია ახალი შექმნილია და მიმდინარეობს მუშაობა ტარიფებთან დაკავშირებით. მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი გიორგობიანის თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სოციალურ პაკეტებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გახდება, ცნობილი რომელ სოციალურ ჯგუფს რა შეღავათი დაუწესდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა