|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, თამარ მეფის #10-ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი სართულის დემონტაჟი მოხდება

ქუთაისში, თამარ მეფის #10-ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი სართულის დემონტაჟი მოხდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერია პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს და სართულების დემონტაჟს მოითხოვს.

"კომპანიას მიეცა გაფრთხილება, მოეხდინა ტერასული სართულების დემონტაჟი, ჩვენი გაფრთხილების საფუძველზე, ნებაყოფლობითი დემონტაჟის ვადა ამ თვის ბოლოს გადის, თუ არ მოახდენენ დემონტაჟს, საქმე გადაცემული აქვს აღსრულების ბიუროს და ისინი მოახდენენ დემონტაჟს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულები ვართ", -განაცხადა ზვიად ჯავახიამ. 

მერიაში აცხადებენ, რომ შპს ,,სახლი #1" ნებართვა მხოლოდ 5 სართულზე ქონდა და მას პროექტში კორექტირებაზე თანხმობა არ მიუღია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ აგვისტოში განმეორებით შეტანილ განცხადებაზეც პოზიცია არ შეცვალა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ მეფის #10 მიმდინარე მშენებლობის გამო მერიამ კომპანია დააჯარიმა და ორი სართულის დემონტაჟი მოთხოვა. თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მერმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან კომპანიას კორექტირებულ პროექტზე აქვს ნებართვა. 

 

 ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება

,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა