|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ჭიდაობის ტურნირის ორგანიზებისათვის 6 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისში ზაურ შეყრილაძისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მურად დოხტურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. 


ტურნირის ორგანიზებისთვის ქალაქის მერიამ 6 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნვეყოს ტურნირის  კეთილმოწყობილ სპორტულ დარბაზში ჩატარება, 40 მონაწილის სამი დღით სასტუმროში მოთავსება, რომელსაც სამჯერადი კვება ექნება. 

ტურნირის ორგანიზება  2017 წლის სახსრებით განხორციელდება. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 22 ნოემბერია. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა