|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტრანსპორტის მოსაკრებელმა 6 თვეში 342 300 ლარი შეადგინა

ქუთაისის ბიუჯეტში ამ დროის მონაცემებით, ტრანსპორტის მოსაკრებელის სახით 342 300 ლარია შესული. ეს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული  წლიური გეგმის  50%-ია. მიმდინარე წელს მერია ბიუჯეტში 670 000 ლარს ელოდება.

დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი. ირაკლი ავალიანის  განცხადებით, ტრანსპორტის მოსაკრებლის შემოსულობის მხრივ პრობლემა არა არის და წლის ბოლოსთვის სრული თანხა დაფიქსირდება ბიუჯეტში.

გასულ წელს მერიის მიერ 18 სამარშრუტო ხაზზე  კონკური ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში გაიზარდა მოსაკრებელიც და 24 885 ლარიდან 670 000 ლარამდე ავიდა. ამასთან ერთად  კონკურსის ფარგლებში 18 სამარშუტო ხაზის სამარშუტო ტაქსებში  GPS სისტემების მონტაჟი მოხდა.

2019 წლისთვის კონკურსი ქალაქში მომუშავე ყველა სამარშრუტო ხაზზე გამოცხადდება. როგორც რამდენიმე თვის წინა მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცვხედიანი აცხადებდა, 2019 წლისთვის ტრანსპორტის მოსაკრებელით ბიუჯეტი წლის განმავლობაში 732480 ლარი შევა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა